პროექტის შესახებ

         ვებსაიტი participatory.ge  შეიქმნა საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის (PB) განხორციელების პროცესის ინფორმაციული და მეთოდური მხარდაჭერის მიზნით.

          საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკის ხელშეწყობა ხორციელდება ყოველწლიურად, მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაფართოების შედეგად. ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი 2015 წელს იყო ორგანიზაცია “სხვა სივრცე” (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთიანი კავკასიის” (საქართველო) და მარნეულის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით. 2016 წელს პროექტის განხორციელების პროცესს მხარი დაუჭირა „საქართველოს ჰელსინკის სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტმა“ და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ“ (NALAG).  2017 წელს პარტნიორობა გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების ინტეგრაციის გზით, როგორიცაა “მწვანე კავკასია” და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაცია”, ასევე ქალაქ გორის, საჩხერისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები.

          2015, 2016 და 2017 წლებში საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკის  დანერგვა განხორციელდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის“ (პოლონეთი) პროექტის “დემოკრატიის მხარდაჭერა” ფარგლებში.

          თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ან / და გაქვთ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ან გსურთ განახორციელოთ თქვენთან სამოქალაქო ბიუჯეტი – შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით:

academy.participation@gmail.com


პროექტების აღწერა

          პირველად, სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკა როგორც საზოგადოების თანამონაწილეობის ინსტრუმენტი, იქნა გამოყენებული 2015 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში. ფონდი “სხვა სივრცის” ინიციატივით (პოლონეთი),განხორციელდა, პროექტი “ადგილობრივი აქტივობა მარნეულის რაიონში სამოქალაქო ბიუჯეტის მეშვეობით” . პროექტი ეფუძნებოდა იმ ქმედებებს, რომლებიც ემსახურებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და მოქალაქეების მომზადებას პილოტური სამოქალაქო ბიუჯეტის შექმნაში და მონაწილეობაში. მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ – საგანმანათლებლო სემინარები, საინფორმაციო კომპანია – 2015 წელს სოფელ წერაქვში, პირველად საქართველოში ჩატარდა მარნეულის ღია სამოქალაქო საბჭო, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, აირჩიოს 2016 წელს განსახორციელებელი ინიციატივები.  საპილოტე პროექტის ფარგლებში იყო წარდგენილი სულ 50 ინიციატივა,  სარალიზაციოთ 2016 წელს მათგან შეირჩა 30-მდე .

          2016 წელს სამოქალაქო ბიუჯეტი განხორციელდა  პროექტის “ბიუჯეტიდან – ქმედებამდე – პარტიციპაციის ლიდერები”  ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაწყებულ  სამოქალაქო ბიუჯეტი-ს გაგრძელებას, ასევე ამ ინსტრუმენტის საქართველოს სხვა რეგიონებში განვითარება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 2015 – წლის სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტების განხორციელების მონიტორინგი, ასევე – 2016 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის   პროცესი, რომლის მსვლელობისას შემოვიდა 100-ზე მეტი განაცხადი.

          საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა მონაწილეობის აკადემია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. აქედან ორმა  მათგანმა – ქალაქ გორის და საჩხერის მუნიციპალიტეტბმა გადაწყვიტეს ამ პრაქტიკის დანერგვა.

          პროექტის ფარგლებში, გაიმართა ჟურნალისტთა კონკურსი საუკეთესო მასალისთვის საქართველოში განხორციელებულ სამოქალაქო ბიუჯეტის  თაობაზე .

          პროექტის საფინალო ღონისძიება იყო კონფერენცია “რატომ გვჭირდება მონაწილეობა, ღირს თუ არა მონაწილეობა, როგორ  განვაახორციელოთ სამოქალაქო ბიუჯეტი?”. კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სამთავრობო უწყებების,  საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

          2017 წლის პროექტი – “მონაწილეობითი ბიუჯეტის განვითარება – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი,” გულისხმობს საქართველოში ამ პრაქტიკის დანერგვის პროცესისადმი მიდგომის ხარისხობრივ ცვლილებას. სამოქალაქო ბიუჯეტი განხორციელდა სამ მუნიციპალიტეტში  – ქ.გორის, საჩხერეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. უფრო მეტიც, წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემუშავდა სამოქალაქო ბიუჯეტის ახალი მოდელი –  პრიორიტეტების განსაზღვრა და პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი ელექტრონული სისტემების გამოყენებით.  გარდა ამისა, მომავალში პროექტი მიზნად  ისახავს  საქართველოში ამ პრაქტიკის მდგრადი განვითარებისთვის მექანიზმების შექმნას. კერძოდ, შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი – მრჩეველთა საბჭო – რომელიც გაეცნო საქართველოში სამოქალაქო მონაწილეობის პრაქტიკას, ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები / წინადადებები სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში. პროექტის ფარგლებში ასევე გაგრძელდა პრაქტიკოსი ტრენერების ქსელის ჩამოყალიბება, რომლებმაც გამოხატეს პროცესში მონაწილეობის და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის სურვილი სამოქალაქო ბიუჯეტის განვითარებაში და მის მონიტორინგში.

          საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის 3-წლიანი პროგრამა და პრაქტიკის დანერგვისას შემუშავებული ყველა მასალა გამოქვეყნებულია  ვებ-გვერდზე participatory.ge.

           აქ წარმოდგენილია სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის ყველა მოდელი, რომელიც  განხორციელდა საქართველოში, დოკუმენტაციის თარგები, ანალიტიკური დოკუმენტები, ანგარიშები, ასევე პრაქტიკული რეკომენდაციები.