სამოქალაქო ბიუჯეტის ისტორია

          სამოქალაქო ბიუჯეტის დასაწყისი არის XX საუკუნის 90–იანი წლები. მაგ დროს ბრაზილიურ ქალაქ პორტუ–ალეგრიში დაიბადა სოციალური რეფორმის იდეა, რომელიც დაფუძვნებული იყო ქალაქის ბიუჯეტზე ისევე როგორც სხვა სამხრეთ ამერიკის ქალაქები რომელიც ჩაერთვნენ პროექტში, პორტუ–ალეგრი ებვრძოდა სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებს ისეტს როგორც სიღარიბე და დიდი განსხვავება სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის. სამოქალაქო ბიუჯეტი უნდა ქცეულიყო კომუნიკაციის ახალ ინსტრუმენტად მოსახლეობასთან. სხვა დადებითი შედეგების გარდა აღნიშნული პროექტის მიზანი იყო მოსახლეობაში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა იმ ქალაქებზე სადაც ისინი ცხოვრობენ. ძირითადი ორიენტირი იყო ის რომ აღნიშნული პროცესის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დემოკრატიისა და თანამონაწილეობის გზით სოციალური ცვლილებების მოხდენა.

          პორტუ–ალეგრის ექსპერიმენტმა მიაღწია დიდ წარმატებას. 1990 წელი იყო პირველი და აღნიშნულ პროცესში ჩაერთო სულ რაღაც 1000 მოსახლე (1.4მლნ მოსახლეზე) 2004 წელს კი ჩართული იყო უკვე 50 000 მონაწილე. ბიუჯეტმა ასევე განახორციელა თავისი როლი როგორც ინსტრუმენტი რომელიც სხვადასხვა მატერიალური სტატუსის პირებს აერთიანებს. ყოველ შეხვედრაზე მაცხოვრებლები განიხილავდნენ თავიანთი რაიონის პრობლემებს და შემდგომ ირჩევდნენ პრიორიტეტულ საკითხებს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის მნიშვნელოვან ელემენტად იყო საინფორმაციო პოლიტიკა რომელიც ეხებოდა თანხების გახარჯვას. 1990 წლიდან პორტუ–ალეგრიში ფუნქციონირებს სხვადასხვა განყოფილებების ქსელი რომელიც აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას ბიუჯეტის სტრუქტურასა და მის სხვადასხვა შემადგენელ ნაწილებზე ადმინისტრირების რესურსებზე და საინვესტიციო გეგმებზე. სამოქალაქო ჩინოვნიკები ვალდებულნი არიან ყოველ წელს ჩააბარონ ანგარიში მოსახლეობას წინა წლის სამოქალაქო ბიუჯეტის რეალიზების თაობაზე.

XXI საუკუნის დასაწყისიდან შესაძლებელია ვნახოთ სამოქალაქო ბიუჯეტის მზარდი პოპულარობა რადგან ის წარმატებით იყო გადატანილი ევროპულ ქვეყნებში (ესპანეთი, ბელგია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, დანია, შვეიცარია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი) აფრიკაში (კამერუნი) და აზიაში (შრილანკა). სამოქალაქო ბიუჯეტი დღესდღეობით ხორციელდება 1500–ზე მეტ დასახლებულ პუნქტში (როგორც დიდ და პატარა ქალაქებსა და რაიონებში ასევე პატარა სოფლებშიც). 2015 წელს იგი პირველად განხორციელდა საქართველოში კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში.

          რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი

სამოქალაქო ბიუჯეტი არის მოქალაქეთა ინტერესების გამოხატვის ერთ–ერთი ხერხი სადაც მოქალაქეებს აქვთ ხმის უფლება მუნიციპალური სახსრების განაწილებასა და გახარჯვაში. ასე ჩვენ ვეხმარებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მომავლისთვის. შედეგად ჩვენი მოთხოვნილებები იქნება დაკმაყოფილებული გადასადები კი გამოყენებული იქნება მიზნობრივად. სამოქალაქო ბიუჯეტში მონაწილეობა გვაძლევს საშუალებას მეტად გავიგოთ თუ როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტი. სახსრების გახარჯვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვა გვაძლევს საშუალებას რომ უკეთ და ეფექტურად ვმართოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საზოგადოებასთან კონსულტირება კი არის მოსახლეობის მოთხოვნილების გაგების საუკეთესო ხერხი ვიდრე კვლევებისა და გამოკვლევების ჩატარება.

არსებობს აღნიშნული პროცესის სხვადასხვა ფორმები ერთ–ერთი მათგანი არის მოქალაქეების ან საინიციატივო ჯგუფების მიერ მომზადებული პროექტების განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში. ხელისუფლება გამოყოფობს ნაწილს მთლიანი ბიუჯეტიდან, და მოქალაქეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რაზე უნდა იყოს გახარჯული აღნიშნული სახსრების ნაწილი მეტად საინტერესო პროექტების წარდგენის განხილვის და შერჩევის  პროცესში ხმის მიცემის მეთოდით. შერჩეული პროექტები წარმოადგენენ ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილს. პროექტს განხორციელებას მუნიციპალიტეტი. აღსანიშნავია რომ პროექტები უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებზე.

მოსახლეობის სამოქალაქო ბიუჯეტში ჩართვის მეორე ფორმა არის – დისკუსიების ჩატარება ქალაქის ან რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე. ამ შემთხვევაში არ გავამახვილებთ ყურადღებას ცალკეულ პროექტებზე არამედ განვიხილავთ იმას თუ რა არის მნიშვნელოვანი იმ დროისთვის როდესაც ტარდება დისკუსია – საჭიროა თუ არა მეტი სახსრების დახარჯვა საგანმანათლებლო მიზნებზე, ინვესტიციებზე თუ სოციალურ დახმარებაზე. ეს არის დისკუსია გრძელ ვადიან პერსპექტივაზე და მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ საკუთარ თავს კითხვაზე თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში: წყალმომარაგება, ახალი გზა, საბავშვო ბაღი, სკოლა თუ ახალი სპორტული დარბაზი. ყველა საკითხი მნიშვნელოვანია მაგრამ ზოგი მათგანი შესაძლებელია განხორციელდეს გვიან.

სამოქალაქო ბიუჯეტის მთავარი წესები

  1. პროცედურის შედეგის შესრულება აუცილებელია.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში პროექტების შერჩევის შედეგები აუცილებელია რომ იყოს განხორციელებული

  1. პროცედურის ჩატარების გამჭვირვალობა

სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესი უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩაწერილი წესების მიხედვით რომელიც მოსახლეობამ უნდა იცოდეს პროცედურის დაწყებამდე და ის არ უნდა იცვლებოდეს პროცესის მიმდინარეობისას. პროცესის ორგანიზატორებმა ასევე უნდა იზრუნონ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, განხორციელებისა და პოტენციურად დაინტერესებული პირებისთვის.

  1. პროცესის გახსნილობა

სამოქალაქო ბიუჯეტი უნდა იყოს დაყრდნობილი მეგობრულ დამოკიდებულებაზე მოსახლეობასთან მისი ორგანიზატორები კი უნდა უზრუნველყონ ყველა მსურველის ჩართვა სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესში მის ნებისმიერ ეტაპზე. განსაკუთრებითი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

  1. სივრცის მოწყობა მოსახლეობასთან დისკუსიებისთვის

სამოქალაქო ბიუჯეტი არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ კონკურენტი პროექტების პლებისციურ არჩევაზე. განსახორციელებელი პროექტების შერჩევა უნდა იყოს მოსახლეობის დისკუსიების შედეგი მათ საზოგადოებრივ პრობლემებსა და პრიორიტეტებზე

  1. მოსახლეობის ჩართულობის მხარდაჭერა

სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესი უნდა იყოს დაყრდნობილი მოქალაქეების აქტივოვებზე შეუქმნას მათ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა და სივრცე თანამშრომლობისთვის მათ შორის დისკუსიები ადგილობრივ საჭიროებებზე.

  1. გრძელ ვადიანი დაგეგმარება

სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის გადაწყვეტილება უნდა იყოს გააზრებული და სამომავლოდ უნდა იქცეს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმად ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. აღნიშნული მექანიზმის მოქმედება უნდა იყოს დაკავშირებული სტრატეგიულ აზროვნებასთან და კონკრეტული დასახლებული პუნკტის მდგრად განვითარებასთან.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის ეტაფები (პოლონური ვერსია)

  1. პროცესის მომზადება
  2. სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების წესების შემუშავება
  3. საინფორმაციო საგანმანათლებლო აქცია
  4. პროექტების შემუშავება და მიღება
  5. პროექტების ვერიფიკაცია
  6. პროექტების განხილვა
  7. იმ პროექტების შერჩევა რომელიც უნდა განხორციელდეს
  8. მონიტორინგი
  9. განხორციელებული პროცესის ანალიზი

ბიუჯეტის წყალობით შეიძლება მივაღწიოთ შემდეგ ეფექტს:

  • ხელისუფლების ქმედებების რეკლამა და მოსახლეობის მოთხოვნილებების წყარო
  • ქმედებების ოფტიმიზაცია პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა
  • მოსახლეობისგან მიღებული რჩევები ახალ გადაწყვეტილების თაობაზე
  • დროისა და სახსრების ეკონომია (ნაკლები პროტესტები და დაგვიანებები)
  • საზოგადოების სახსრების უკეთესი განაწილება
  • საზოგადოებრივი კონფლიკტების არიდება
  • ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლება
  • ხელისუფლების ქმედებებით მეტი კმაყოფილება
  • სამოქალაქო განათლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებებზე ცოდნის ამაღლება.

მნიშვნელოვანი ლიტერატურა:

  1. Allegretti G., Herzberg C., Participatory Budgeting Worldwide – Updated Version, Dialog Global, Bonn 2014
  2. Cabannes Y., 72 Frequently Asked Questions about Participatory Budgeting, United Nations Human Settlements Programme , Nairobi 2004
  3. Participatory budgeting values, principles and standards, The Participatory Budgeting Unit, Wielka Brytania 2009.
  4. Ruesch Michelle A., Wagner M., Participatory Budgeting in Germany: Citizens as Consultants, Zebralog Gmbh & Co KG, Niemcy 2013.
  5. Shah A., Participatory Budgeting, World Bank, Washington 2007
  6. Wampler B., Participatory Budgeting: Core principles and Key Impacts, w: Journal of Public Deliberation, Vol. 8: Iss. 2 (2012), http://www.publicdeliberation.net/jpd/vol8/iss2/

საჭირო ბმულები: